პაოლო სორენტინოს ახალი ფილმი ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე
19 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე გაიმართება ბათუმის საავტორო კინოს XX საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF), რომელზეც წარმოდგენილი იქნება მოკლე და სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, იტალიიდან. საქართველოს კულტურული ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების სექციაში „დიდოსტატთა კოლექცია“ პაოლო სორენტინოს ახალი ფილმის მონაწილეობა საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 20 სექტემბერს, 20:30სთ-ზე და 21 სექტემბერს, 22:30სთ-ზე ნაჩვენები იქნება […]
Წაიკითხე მეტისწავლის შესაძლებლობები: პარმის ევროპული კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამები
პარმის ევროპული კოლეჯი, ქ. პარმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, 2026/2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს მიღებას ორ ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე: MEAP – სამაგისტრო პროგრამა (I დონე), რომელიც ევროპული ინტეგრაციის, მართვის, სამართლისა და პოლიტიკის საკითხებს ეძღვნება. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ოქტომბერი. EU-MEDA – სამაგისტრო პროგრამა (II დონე), რომელიც ორიენტირებულია ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აფრიკის ურთიერთობზე და თანამშრომლობის პოლიტიკაზე. […]
Წაიკითხე მეტიItaly. Land of Wonders: იტალიური კულტურის პოპულარიზაცია ვიდეოთამაშის მეშვეობით
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ შექმნილი ვიდეოთამაშის ITALY. Land of Wonders ახალი ვერსია მობილური მოწყობილობებისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია! ვიდეოთამაშის ეს ვერსია – ახალი ტექსტებითა და განახლებული გრაფიკით – იტალიური კულტურის, ღირშესანიშნაობების, ნაწარმისა და ბუნების სილამაზის გასაცნობად შეიქმნა. ვიდეოთამაში, იტალიურის გარდა, ხელმისაწვდომია 10 ენაზე ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, გერმანულ, რუსულ, პორტუგალიურ, არაბულ, ჩინურ, იაპონურ […]
Წაიკითხე მეტიAVVISO PER I CONNAZIONALI – VIAGGIO IN GEORGIA CON MEDICINALI
Si informano i connazionali che intendano recarsi in Georgia muniti di medicinali che è necessario portare con sé, ai fini dell’ingresso nel Paese, la prescrizione medica, che dovrà essere redatta in lingua inglese oppure tradotta dall’italiano al georgiano, apostillata o notarizzata. Nella prescrizione dovranno risultare il nome e cognome, nonché i dati identificativi del medico e il relativo numero di licenza/autorizzazione/registrazione. I medicinali dovranno essere conservati nell’apposita confezione, sulla quale dovranno essere riportati i […]
Წაიკითხე მეტიიტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს ვიზიტი დმანისში
გუშინ იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ეწვია დმანისს – მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს, რომელსაც სახელი გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოჩენილმა, დაახლოებით 1,8 მილიონი წლის წინანდელმა ადამიანის ნაშთებმა გაუთქვა. დმანისის არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა მულტიდისციპლინური საერთაშორისო ჯგუფის მიერ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოორდინირებით მიმდინარეობს და, უკვე ბევრი წელია, ამ ჯგუფის მუშაობაში ჩართულია ფლორენციის უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტი. […]
Წაიკითხე მეტიწინანდლის ფესტივალის ფარგლებში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართული კონცერტის დიდი წარმატება
გუშინ დაიწყო წინანდლის ფესტივალი, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს. წლევანდელმა ფესტივალმა, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მოუმზადა ორი შესანიშნავი კონცერტი იტალიელი დირიჟორის მონაწილეობით. „იტალიის საელჩო თბილისში აქტიურად უჭერს მხარს იტალიური კულტურისა და იტალიელი შემსრულებლების პოპულარიზაციას და, უკვე […]
Წაიკითხე მეტიშეტყობინება იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით (2026 წლის 3-10 ოქტომბერი)
იტალიის საელჩო საქართველოში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან იმ ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც იტალიური სამზარეულოს მეთერთმეტე მსოფლიო კვირეულის (2026 წლის 3-10 ოქტომბერი) ფარგლებში გაიმართება. კვირეულის მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და გამორჩეული იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას. ინტერესის გამოხატვის პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ შეტყობინებებს თანამშრომლობაზე ან დაფინანსებაზე, გამოხატოთ თქვენი ინტერესი და შეავსოთ შესაბამისი მოდულები […]
Წაიკითხე მეტიორი დაუვიწყარი კონცერტი იტალიელი დირიჟორი ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით
გრძელდება იტალიელი ხელოვანების მონაწილეობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში: 3-13 სექტემბერს გაიმართება საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული პრესტიჟული წინანდლის მე-8 ფესტივალი. ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ცნობილი ქართველი მწერლის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ბრწყინვალე მუსიკოსებს მასპინძლობს, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ორ შესანიშნავ კონცერტს შესთავაზებს საქართველოში კარგად ცნობილი იტალიელი დირიჟორის, ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენისა და კულტურის სახელოსნო “Incontrarsi in Italiano”
მილანის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის ცენტრი SLAM ატარებს იტალიური ენისა და კულტურის სახელოსნოს “Incontrarsi in Italiano”, რომელიც 2026 წლის 4-10 ოქტომბერს ქ. გარნიანოში (გარდას ტბაზე) გაიმართება. სახელოსნოს ხანგრძლივობა 1 კვირას (26 საათს) შეადგენს. სახელოსნოში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს (ასაკი: 40 წლიდან). მონაწილეობისთვის აუცილებელია იტალიური ენის ცოდნა, სულ მცირე, საშუალო დონეზე. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია 2026 წლის 7 […]
Წაიკითხე მეტისაერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადების“ ფარგლებში გაიმართება ექვსი კონცერტი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით
დღეს იწყება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს ბრწყინვალე ქართველ და უცხოელ მუსიკოსებს და, ტრადიციულად, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი, რომელიც 1982 წელს სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსდა, წელს უკვე მეთვრამეტედ ტარდება და დამაარსებლის დაბადების 80 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალი საქართველოს სამ ქალაქში (ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში) იმართება და კლასიკური მუსიკის […]
Წაიკითხე მეტი