ამა წლის 8 დეკემბერს, იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ იტალიის რეზიდენციაში საყოველთაოდ ცნობილი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძისთვის იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის გადაცემასთან დაკავშირებით მიღება გამართა. ეს ჯილდო ნინო სურგულაძეს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთკავშირების გაღრმავებისათვის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა.
მიღებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრები და მრავალრიცხოვანი სტუმრები დაესწრნენ. ჯილდოს გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ, მომღერალმა იტალიური და ქართული საოპერო მუსიკის ნაწარმოებები შეასრულა. ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ქართულ მასმედიის საშუალებებში. ცერემონიის ამსახველი სატელევიზიო სიუჟეტების სანახავად დააჭირეთ აქ:
https://www.youtube.com/watch?v=MYUkEGry8hM&spfreload=10
https://www.youtube.com/watch?v=SLg7cP3JD7Y&spfreload=10