ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 2016

დღეს, 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში საერთაშორისო ფონდ “ლეა”-სთან ერთად საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში იტალიელი კინორეჟისორის კარლო ლიცანის ფილმის” სასტუმრო მეინას” კინოჩვენებას აწყობს.
იმის დასტურად, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იტალია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, და მის დევიზს „ გვახსოვდეს წარსულის დანაშაულები მომავალში მათი თავიდან ასაცილებლად“, ღონისძიებაზე დასასწრებად მოწვეულები არიან საქართველოში მცხოვრები ებრაული თემის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები იტალიის მოქალაქეები და იტალიური სკოლა “ცისკრის” მოსწავლეები.