ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი

2016 წ. 09-18 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების მხარდაჭერით თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, ქუთაისსა და მესტიაში ევროკავშირის მე-4 კინოფესტივალი ჩატარდება. 
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 17 ფილმი, რომელიც ევროპული კინოს 72-წლიან ისტორიას ასახავს.
სპეციალურად შერჩეული ფილმების საერთო თემაა “გარდამტეხი მომენტები” და ისინი პირად, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას ეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში, 11 მარტს, 17.00 საათზე კინოთეატრ „ამირანში” წარმოდგენილი იქნება იტალიური კინოფილმი „ ბედნიერების სკამი”, რეჟისორი კარლო მაძაკურატი (2013 წ.). ფესტივალის ყველა ფილმი ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული სუბტიტრებით. ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. 
კინოსეანსების დეტალური განრიგი და ფილმების ანოტაციები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე www.eufilm.ge