ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი, მსოფლიოს ყველაზე ძველი კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ეწყობა ვენეციის კუნძულ ლიდოზე მდებარე ისტორიულ სასახლე Palazzo del Cinema-ში, წელს 31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაიმართება.
ფესტივალი, რომელიც პირველად 1932 წელს ჩატარდა, თავდაპირველად არ წარმოადგენდა საკონკურსო ღონისძიებას და შემოიფარგლებოდა მაყურებლისთვის კინოფილმების ჩვენებით (ამ ფილმების უმრავლესობა შემდგომში კლასიკად იქცა). ამჟამად ფესტივალი იმართება ვენეციის ბიენალეს ფარგლებში და გაიცემა პრესტიჟული საერთაშორისო პრიზი, სან მარკოს ბაზილიკის “ოქროს ლომის” ქანდაკება, რომელიც ქ. ვენეციის სიმბოლოა.
ფესტივალი სხვადასხვა სექციებად არის დაყოფილი და, საკონკურსო პროგრამის გარდა, მაყურებელს მრავალრიცხოვან პროექტებს, რეტროსპექტივებსა და სახელგანთქმული კინომატოგრაფისტებისადი მიძღვნილ ღონისძიებებს სთავაზობს.
ვენეციის საერთაშორისო ფესტივალი ხელს უწყობს მსოფლიო კინოხელოვნების ყველანაირი ფორმის გაცნობას ფართო მაყურებლისთვის და, საკულტო ფილმების ჩვენებისა და ცნობილი რეჟისორების, კინოვარსკვლავებისა თუ ფესტივალის სპეციალური სტუმრების წითელ ხალიჩაზე გამოჩენის მეშვეობით, ლიდოზე თავმოყრილ კინომოყვარულებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს ჩუქნის.
