ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

უამრავი წიგნი იტალიურ ენაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იტალიური ენისა და კულტურის გავრცელებისთვის – ამიერიდან ყველა ქართველი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია იტალიური წიგნების ფართო არჩევანი, ფილოსოფიიდან ისტორიამდე, მეცნიერებიდან გეოგრაფიამდე, ხელოვნებიდან ლიტერატურამდე.

15032699 1149666165153878 699718517706217710 n
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა იტალიური ბიბლიოთეკა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში პირველად უმასპინძლა ქართულმა საჯარო დაწესებულებამ. ბიბლიოთეკა შეიქმნა 4700-ზე მეტი იტალიურენოვანი წიგნის ბაზაზე, რომელიც იტალიის საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.
იტალიურ ბიბლიოთეკაში, რომელიც პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის, 1629 წელს ქ. რომში გამოცემული ქართულ-იტალიური ლექსიკონის თანაავტორის, სტეფანო პაოლინის სახელს ატარებს, უამრავ სხვა წიგნთან ერთად, დაცულია დანტე ალიგიერის “Le opere minori” 1930 წლის იშვიათი გამოცემა.

248198