ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად

საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად, რომელიც გაიმართება ნინო სურგულაძის ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით: 28 დეკემბერს, 21:30 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან მუსიკოსები და ფოლკლორული ჯგუფები საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. იტალიას წარმოადგენს ჯგუფი “Le Divas”, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია ცნობილ მომღერალთან, ანდრეა ბოჩელისთან მისი მსოფლიო გასტროლების ფარგლებში და, ასევე, ახალგაზრდა ნიჭიერი კომპოზიტორი და პიანისტი ფრანჩესკო ტასკაიალი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.biletebi.ge

takayali01