ფლორენციის საოპერო თეატრის Maggio Musicale Fiorentino-ს აკადემია აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლისათვის საოპერო მომღერლებისა და სამხატვრო თანაშემწეების უმაღლესი განათლების კურსებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღებას.
შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა ხელოვანებს მიეცემათ ფლორენციის საოპერო თეატრში სწავლისა და პროფესიული დახელოვნების შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში (2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე). გაიცემა სასწავლო სტიპენდიები (ყოველთვიურად, დასაბეგრი 800 ევროს ოდენობით), ასევე, გათვალისწინებულია საგანგებო პრემიები.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:
