ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

“მსოფლიო ვარსკვლავები სიყვარულისთვის”, საქველმოქმედო კონცერტი ბავშვების გადასარჩენად

კიდევ ერთი საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, რომელიც ნინო სურგულაძის ფონდის “ნატვრის ხე” ორგანიზებითა და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება: 1 მაისს, 21:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან სახელგანთქმული ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე, ნიჭიერი ბრიტანელი პიანისტი ოლივერ პული და ორი იტალიელი ვარსკვლავი: უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი პიანისტი და კომპოზიტორი, ბოლონიის კომუნალური საოპერო თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი და ლონდონის სიმებიანი ორკესტრის ხელმძღვანელი ეციო ბოსო და პრესტიჟული კონკურსის “Operalia”-ს გამარჯვებული კარმენ ჯანატაზიო, რომელმაც თავისი ხმით მოაჯადოვა მსოფლიოს უდიდესი საოპერო თეატრები, მილანის “ლა სკალადან” ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ ოპერამდე”.
თქვენ გელით ბრწყინვალე მომღერლები და მუსიკოს-შემსრულებლები, რომლებიც თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ ბავშვების გადასარჩენად. არ გამოგრჩეთ!

concerto surguladze poster

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: