გაიხსნა მუსიკალური ფესტივალი “კონტრაპუნქტი”, რომელიც თანამედროვეობის ორ უდიდეს კომპოზიტორს, დიმიტრი შოსტაკოვიჩსა და გია ყანჩელს ეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტს დაესწრებიან თავად მაესტრო ყანჩელი და რუსი კომპოზიტორის ქვრივი, ირინა შოსტაკოვიჩი.
ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მიერ ორი კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებები შესრულდება. 12 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში მონაწილეობას მიიღებს იტალიელი მევიოლინე ანდრეა კორტეზი, რომელიც შეასრულებს გია ყანჩელის ახალ ნაწარმოებს “წერილები მეგობრებს”.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: