1988 წლიდან არსებული ევროპული კვლევების უმაღლესი განათლების ინსტიტუტი, ფონდი “პარმის ევროპული კოლეჯი” სთავაზობს იურიდიულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ ან ლინგვისტურ დისციპლინებში დიპლომის მქონე ახალგაზრდებს დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამას “დიპლომი და მასტერი ევროპულ კვლევებში” (DASE), რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების დასწრებას ერთი სრული აკადემიური წლის განმავლობაში (ოქტომბრიდან ივნისამდე).
2017/2018 აკადემიური წლისთვის ფონდი გასცემს 10 სტიპენდიას, რომელიც ფარავს სწავლის საფასურის 60%-ს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 აგვისტო.
ინფორმაცია სასწავლო სტიპენდიების მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია პარმის ევროპული კოლეჯის ვებგვერდზე.
