ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

EIEF-სა და ISET-ის მიერ ორგანიზებული ვორქშოპის მთავარი თემა: მეწარმეობა და ინოვაციები

2017 წლის 24 აგვისტოს ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენციმ გახსნა მეწარეობისა და ინოვაციების ვორქშოპი, რომელიც გაიმართა ჩვენი საელჩოს მხარდაჭერითა და Einaudi-ს ეკონომიკისა და ფინანსების ინსიტუტისა (EIEF) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ორგანიზებით. მკვლევარებმა, პროფესორებმა და ექსპერტებმა ორდღიანი ვორქშოპის განმავლობაში იმსჯელეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემაზე: სახელმწიფოს როლზე ინოვაციების დარგში და კომპანიების მონაწილეობაზე ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებში. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ინოვაციებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, ხოლო იტალია, რომელიც ამ დარგში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, გამოგონებებისა და დარეგისტრირებული პატენტების რიცხვით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.