დაწყებულია განაცხადების წარდგენა ტურინის უნივერსიტეტის მიერ 2018-2019 აკადემიური წლისათვის შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიების მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის დიპლომის მქონე უცხოელ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ტურინის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პირველ კურსზე ჩარიცხვა.
სასწავლო სტიპენდია წლიურად დაუბეგრავ 9000 ევროს შეადგენს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 აპრილის 15:00სთ იტალიის დროით (30 აპრილის 17:00სთ საქართველოს დროით).
დამატებითი ინფორმაციისათვის დააჭირეთ აქ:
