ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

განაცხადი 2018 წლის იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე

გნებავთ, თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა წარმოაჩინოთ იტალიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც იტალიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ დააფინანსონ ან ითანამშრომლონ საელჩოსთან ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი წვეულების ორგანიზებაში.

პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს იტალიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი წვეულების დაფინანსებაზე, შეავსოთ დაფინანსების წინადადების მოდული და გააგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it