ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ვიზები

როგორ მივიღოთ იტალიის ვიზა

ნებისმიერი ტიპოლოგიის ვიზის მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები და პირობები, ასევე იტალიასა და შენგენის ზონაში მოქმედი საიმიგრაციო წესები, ხელმისაწვდომია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამინისტროს ვებ-გვერდზე Il visto per l’Italia.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://www.esteri.it/it/servizi-consolari-e-visti/ingressosoggiornoinitalia/

სავიზო განაცხადების მიღება

საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ საქართველოში ბინადრობის უფლება, შეუძლიათ შეავსონ სავიზო განაცხადი იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში წარსადგენად.

იტალიის საელჩო, შენგენის ვიზის გაცემასთან დაკავშირებით, ასევე წარმოადგენს მალტის სახელმწიფოს.

ვიზიტის დაჯავშნა

საკონსულო განყოფილებაში სავიზო განაცხადის წარდგენა ხდება პირადად, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.

ვიზიტის მისაღებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და ჩაეწეროთ ონ-ლაინ პორტალზე: PRENOT@MI: https://prenotami.esteri.it/.

ონ-ლაინ ჯავშანი უფასოა.

სასურველია დარეგისტრირდეთ დროულად, დაგეგმილ მგზავრებამდე საკმარისი დროით ადრე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დანიშნულ ვიზიტამდე,  3-10 დღით ადრე, საჭიროა ჯავშანის დადასტურება Prenot@mi  პორტალის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯავშანი გაუქმდება სისტემის მიერ და თქვენ დაგჭირდებათ ახალი ჯავშანის მოთხოვნა.

 

 

წარსადგენი დოკუმენტაცია

MODULISTICA”-ს გვერდიდან, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპოლოგიის ვიზის მოთხოვნისთვის საჭირო აუცილებელი საბუთების ნუსხაის ჩამოტვირთვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: visti.tbilisi@esteri.it.

გადასახადის გადახდა

სავიზო მოსაკრებელის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ლარში, ბარათით (გარდა American Express) ან ნაღდი ანგარიშსწორებით (ამ შემთხვევაში გადასახდელი თანხა უნდა იქონიოთ ზუსტად).

სავიზო გადასახადის უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იტალიის საელჩოს საკონსულო განყოფილება არ არის კომპეტენტური კონკრეტული მოთხოვნის დამუშავებასა და განხილვაზე.

 

სავიზო გაყოფილების საკონტატო ინფორმაცია

სავიზო განყოფილებასთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:visti.tbilisi@esteri.it.

საშუამავლო მომსახურების აკრძალვა

დაუშვებელია ყველა სახის საშუამავლო მომსახურება.

გირჩევთ რომ სიფრთხილით მოეკიდოთ შემოთავაზებებს იმ პირებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ აქვთ შესაბამისი არხები და გარკვეული საფასურის გადახდის შემთხვევაში გთავაზობენ დახმარებას ვიზის მისაღებად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იტალიის საელჩო არის ერთადერთი ოფიციალური არხი სავიზო განაცხადის შესავსებად და ვიზის მისაღებად. სავიზო მოსაკრებელი არის ერთადერთი გადასახადი, რომელსაც თქვენ გადაიხდით საელჩოში.

ვიზის მისაღებად სხვა დამატებითი გადასახადების მოთხოვნა არის სერიოზული დანაშაული და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუ თქვენ გთავაზობენ დახმარებას ან შუამდგომლობას  ვიზის მიღებასთან (ან საკონსულოში მიღაბაზე ჩაწერასთან) დაკავშირებულ საკითხებში, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ იტალიის საელჩოს.