ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
25 ნოემბერი 2014
JV Todini-Takenaka-ს მიერ აშენებული გზის გახსნა

19 ნოემბერს ელჩი ფავი დაესწრო E60 მაგისტრალის (საგზაო არტერიის, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ საქართველოსთან აკავშირებს) მონაკვეთის გახსნას.გზის გახსნის ცერემონიას დაეწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი. ელჩი ფავის ღონისძიებაზე დასწრება ადასტურებს იტალიურ კომპანიებთან დიპლომატიური წარმომადგენლობის სიახლოვეს: აღნიშნული ინფრასტრუქტურა განხორციელდა იტალიურ-იაპონური კომპანიის Todini-Takenaka-ს მიერ (რომლის წილის 60% ეკუთვნის იტალიურ მხარეს, […]

Წაიკითხე მეტი
24 ნოემბერი 2014
საელჩოს კომერციული ატაშეს მონაწილეობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივის” პრეზენტაციაში

გასულ 17 ნოემბერს საელჩოს კომერციულმა ატაშემ ფაბრიციო ბოვინომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივა: კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის” პრეზენტაციაში, რომელიც საქართველოს მიეძღვნა.გლობალური და რეგიონული ტენდენციების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას უძღვებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი.საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, წელს და, აგრეთვე, 2015 წელს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით […]

Წაიკითხე მეტი
31 ოქტომბერი 2014
მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატები (ფლორენცია, 2014 წლის 21-22 ოქტომბერი)

21-22 ოქტომბერს ქ. ფლორენციაში გაიმართა მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატების შეკრება. საქმე ეხება საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ხორციელდება განათლების, უნივერსიტეტებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროსთან თანამშრომლობით.მსოფლიოში იტალიური ენის გენერალური შტატების მიზანია საზღვარგარეთ იტალიური ენის გავრცელების სტრატეგიების განვითარება და ახალი გამოწვევების კოსტრუქციული ხედვის შემუშავება მსოფლიოში იტალიური […]

Წაიკითხე მეტი
17 ოქტომბერი 2014
იტალიური ენის მეთოთხმეტე მსოფლიო კვირეული

თბილისი – იტალიის საელჩო მოხარულია გაცნობოთ, რომ 20-25 ოქტომბერს ჩატარდება იტალიური ენის მეთოთხმეტე მსოფლიო კვირეული.ღონისძიებაში, რომელიც ტარდება იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და  კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩართულნი არიან იტალიური კულტურული და დიპლომატიური წრეები.წლევანდელი კვირეულის სახელწოდებაა “იწერება ახალი ევროპა: იტალიელი გამომცემლები, ავტორები და მკითხველები ციფრულ ეპოქაში”. საქართველოში აღნიშნული ღონისძიება […]

Წაიკითხე მეტი
7 ოქტომბერი 2014
სს Selex ES-ის ვიზიტი საქართველოში

30 სექტემბრიდან (სამშაბათი) 3 ოქტომბრამდე (პარასკევი) თბილისში იმყოფებოდნენ სს Selex ES-ის წარმომადგენლები. სს Selex ES წარმოადგენს ჯგუფი Finmeccanica-ს კომპანიას, რომელიც მსოფლიო ლიდერია მაღალი ტექნოლოგიების სისტემებისა და სენსორების წარმოებაში. ვიზიტის მიზანი იყო სს Selex ES-ის პროდუქციის გაცნობა ქართული ინსტიტუციებისათვის. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდა ქართულ კომპანია “საქაერონავიგაციას”, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო მოძრაობის მართვას ახორციელებს. 2004 წელს […]

Წაიკითხე მეტი
1 ოქტომბერი 2014
კომპანია DemacLenko-სთან გაფორმდა ხელშეკრულება გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მიწოდების თაობაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იტალიაში ვიზიტისას ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას “გუდაურის განვითარების სააგენტოსა” და იტალიურ კომპანია DemacLenko-ს შორის გუდაურისა და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტებისათვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მიწოდების თაობაზე. გუდაურის გათოვლიანების პროექტი ითვალისწინებს სრულად ავტომატიზირებული სისტემის დამონტაჟებას, რომელიც შედგება 29  თოვლის თოფისგან, 29 მინაპლასტიკისგან დამზადებული ჭის, 1300 მეტრი სიგრძის მილებისა […]

Წაიკითხე მეტი
15 სექტემბერი 2014
იტალიური მონაწილეობა ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალში (2014 წლის 14-21 სექტემბერი)

თბილისი – იტალიის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება იტალიური ფილმი “უცნაურია, გერქვას ფედერიკო” (რეჟ. ეტორე სკოლა).ფილმი ნაჩვენები იქნება ორშაბათს, 15 სექტემბერს, ბათუმის კინოთეატრ “აპოლოში” (დასაწყისი 23:00 საათზე).ფესტივალის პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაცია იხილეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.biaff.orgიტალიის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საელჩოს 2014 წლის კულტურული საქმიანობის სპონსორებს: სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” […]

Წაიკითხე მეტი
12 სექტემბერი 2014
ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო სავაჭრო ქსელ “გუდვილში” იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტის”  საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას

ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო სავაჭრო ქსელ “გუდვილში” იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტის”  საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციასგასულ 6 სექტემბერს ელჩმა ფავიმ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაში. საქმე ეხება გასულ 20 აგვისტოს გაფორმებულ წინასწარ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, სავაჭრო ქსელის “გუდვილის” 60%-იანი წილის მფლობელი იტალიური კომპანია “მილანო ინვესტმენტი” ხდება. კომპანიის ხელმძღვანელმა ალესანდრო აზაისმა ყურადღება გაამახვილა “გუდვილის” უკანასკნელ თვეებში […]

Წაიკითხე მეტი
3 აგვისტო 2014
საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით

გასულ 17 ივლისს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეხება.ამ შედეგის მიღწევაში იტალიას დიდი წვლილი მიუძღვის, ვინაიდან შეთანხმება მომზადდა ჩვენი კულტურული საქმიანობის, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე, საქართველოს კულტურის მინისტრ ოდიშარიასა და საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოს თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩი […]

Წაიკითხე მეტი
17 ივლისი 2014
იტალიის ელჩის მონაწილეობა ქართველ მუსლიმთა კავშირისა და საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ ორგანიზებულ იფთარის ვახშამზე

გასულ 3 ივლისს იტალიის ელჩმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიერ ქართველ მუსლიმთა კავშირთან ერთობლივად ორგანიზებულ იფთარის ვახშამში. ღონისძიების მსვლელობისას წარმოთქმულ სიტყვაში ელჩმა საქართველოს მუსლიმებს რამადანის თვე მიულოცა და აღნიშნა ის მნიშვნელობა, რომელსაც იტალია რელიგიურ თავისუფლებას ანიჭებს.ვახშამში მონაწილეობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმაც მიიღეს.Georgian muslims union-ıtalıa  

Წაიკითხე მეტი