ტრევიზოს სავაჭრო პალატასთან არსებული კომპანია “ტრევიზო გლოკალის” მიერ შემუშავებული პროექტი “Treviso the Art of Making”
მილანის გამოფენა Expo Milano 2015-ის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში ტრევიზოს სავაჭრო პალატასთან არსებულმა კომპანია “ტრევიზო გლოკალმა” შეიმუშავა პროექტი “Treviso the Art of Making”, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოელი ბიზნესმენებისა და ტურისტების დაახლოებას ტრევიზოს ყველაზე საინტერესო წარმომადგენლობით კომპანიებთან. შემუშავდა ოთხი თემატური და გეოგრაფიული მარშრუტი, რომლებიც აჯგუფებს ტრევიზოს გამორჩეულ საწარმოო ასპექტებს და მნახველებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ადგილობრივ პროდუქტებსა […]
Წაიკითხე მეტიგენუის უნივერსიტეტიიტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელი საზაფხულო კურსი (სწავლის დაფინანსებაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მაისი)
გენუის უნივერსიტეტის იტალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო ცენტრი სანტა-მარგერიტა-ლიგურეში აწყობს იტალიური ენისა და კულტურის შემსწავლელ საზაფხულო კურსს, რომელიც დაიწყება 17 აგვისტოს და დასრულდება 25 სექტემბერს.შესაძლებელია ლიგურიის რეგიონის მიერ შეთავაზებული დაფინანსებისა და სასწავლო სტიპენდიების მიღება, რომლებიც განკუთვნილია იტალიური წარმოშობის უცხოელი მოქალაქეებისათვის. ლიგურიული წარმოშობის მქონე მოქალაქეებს აბსოლუტური უპირატესობა ექნებათ სხვა კონკურენტებთან შედარებით.კურსზე ჩარიცხვის განაცხადები წარდგენილი უნდა იქნას […]
Წაიკითხე მეტიბოლონიის უნივერსიტეტიიტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლა (განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 მაისი)
ბოლონიის უნივერსიტეტის ენების, ლიტერატურისა და თანამედროვე კულტურის დეპარტამენტი, ფონდ “Alma Mater”-თან თანამშრომლობით, აწყობს იტალიური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსს.ლექციები დაიყოფა ორ მოდულად (2 და 3 კვირის ხანგრძლივობით): 2015 წლის 22 ივნისი – 3 ივლისი (A1, A2 და B1 დონისთვის) და 6 – 24 ივლისი (დანარჩენი დონეებისთვის). შესაძლებელია დასწრება ორივე მოდულზე (სწავლის ხანგრძლივობა 5 კვირას შეადგენს).კურსზე […]
Წაიკითხე მეტიქართველი მხატვრის ანასტასია ძიძიკაშვილის პირველი გამოფენა იტალიაში (გამოფენა გაიხსნება 9 მაისს, 18:00 საათზე)
შაბათს, 9 მაისს, 18:00 საათზე კოკუიო-ტრევიზაგოს (ვარეზე) კულტურულ ასოციაციაში “Atelier Capricorno” გაიხსნება ქართველი მხატვრის ნანიკალას (ანასტასია ძიძიკაშვილის) იტალიაში პირველი გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები და თოჯინები.გამოფენა ღია იქნება 24 მაისამდე შემდეგ დღეებში: ორშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, 15:00 საათიდან 18:30 საათამდე.დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ:
Წაიკითხე მეტიელჩი ფედერიკა ფავის მონაწილეობა “Weekend Max Mara”-ს თბილისში პირველი მაღაზიის გახსნის ცერემონიაში
ელჩი ფედერიკა ფავი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ქეთი ბოჭორიშვილთან ერთად, დაესწრო “Weekend Max Mara”-ს პირველი მაღაზიის გახსნის ცერემონიას. მაღაზიაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი 50, წარმოდგენილია იტალიური ბრენდის 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია.შეგახსენებთ, რომ “Max Mara”-ს პროდუქცია წარმოდგენილია თბილისში 2014 წლის მაისიდან, მაღაზია”Marella”-ში.
Წაიკითხე მეტირიგით 99-ე ველომარათონი “ჯირო დ’იტალია”
2015 წლის 9-31 მაისს გაიმართება რიგით 99-ე ველომარათონი “ჯირო დ’იტალია”, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, ერთ-ერთი უდიდესი იტალიური სპორტული ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს 117 ქვეყანაში 380 მილიონი მნახველი ჰყავს (მისი ტრანსლაცია 2910 საათს შეადგენს) და თვალყურს 1,2 მილიონი ვებ-მომხმარებელი ადევნებს.დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდებზე: http://www.gazzetta.it/Giroditalia/2015/it/ და http://www.gazzetta.it/Giroditalia/2015/en/
Წაიკითხე მეტიბოლონიის უნივერსიტეტი სასწავლო სტიპენდიები “ევროპული ლიტერატურის კულტურის” საერთაშორისო სამაგისტრო კურსის გასავლელად (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 15 მაისი)
გაიცემა სასწავლო სტიპენდიები 2015-2017 აკადემიურ წლებში “ევროპული ლიტერატურის კულტურის” (CLE) საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე დასასწრებად. აღნიშნული კურსი გაიმართება ბოლონიის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მულჰაუსის ალტა ალსაციას უნივერსიტეტთან, სტრასბურგის უნივერსიტეტთან, სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტთან და დაკარის შეიხ ანტა დიოპის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.აღნიშნული კურსისა და მასზე დაშვების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.cle.unibo.it.განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 15 მაისი.
Წაიკითხე მეტიუდინეს უნივერსიტეტი იტალიური ენისა და კულტურის ინტენსიური საზაფხულო კურსი (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2015 წლის 29 მაისი)
უდინეს უნივერსიტეტი 2015 წლის 30 ივნისიდან 18 ივლისამდე აწყობს იტალიური ენისა და კულტურის ინტენსიურ კურსს.დეტალური ინფორმაცია კურსის, მისი ღირებულებისა და კურსზე ჩარიცხვის ფორმალობების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:– ბროშურა იტალიურ ენაზე– ბროშურა ინგლისურ ენაზეგანაცხადების წარდგენა ხდება არაუგვიანეს 2015 წლის 29 მაისამდე ერთ-ერთი ანკეტის გამოყენებით:– ანკეტა იტალიურ ენაზე– ანკეტა ინგლისურ ენაზე
Წაიკითხე მეტიგამოფენა Expo Milano 2015: ქ. რეჯო ემილიას პრეზენტაცია და საპოპულარიზაციო მასალები
გამოფენა Expo Milano 2015-სთან დაკავშირებით, ქ. რეჯო ემილიამ მოამზადა პრეზენტაცია, სადაც ასახულია ამ რეგიონის გამოცდილება და განსაკუთრებულობა და აგრეთვე, თავმოყრილია ის ინიციატივები, რომლებიც გაიმართება მილანის გამოფენის პერიოდში.
Წაიკითხე მეტიდანტე ალიგიერის საზოგადოებაPLIDA-ს კვალიფიკაციის ამაღლების XXXI კურსი იტალიურის ენის მასწავლებლებისთვის (L2/LS)
2015 წლის 8-10 მაისს, “დანტე ალიგიერის საზოგადოების” ცენტრალურ ოფისში (ქ. რომი, ფირენცეს მოედანი 27) გაიმართება PLIDA-ს კვალიფიკაციის ამაღლების XXXI კურსი იტალიური ენის მასწავლებლებისთვის (L2/LS), რომელიც სწავლების დაგეგმარებას მიეძღვნება.კურსის მიზანია, სხვადასხვა ღონისძიებებისა და ლაბორატორიების მეშვეობით (რომლებსაც გაუძღვებიან ენის სწავლებისა და უცხოელებისთვის იტალიური ენის სწავლების ექსპერტები), დიდაქტიკური დაგეგმვის მეთოდების გაღრმავება და კურსის მონაწილეთა სტიმულირება, შეიმუშავონ სწავლების საკუთარ […]
Წაიკითხე მეტი