სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ერთწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება
7 ივლისს საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” ჩატარდა სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ერთი წლის განმავლობაში მიღებული შედეგების პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საელჩოს კომერციულმა ატაშემ. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებული “მეწარმეობის განვითარების სააგენტო” და “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”. საწარმოების […]
Წაიკითხე მეტიიტალია-საქართველოს ენერგეტიკული ფორუმი – თბილისი, 2015 წლის 2 ივლისი
ელჩმა ფავიმ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად, გახსნა იტალიურ-ქართული ენერგეტიკული ფორუმი, რომელიც გაიმართა გასულ 2 ივლისს ქ. თბილისში.ენერგეტიკის სფეროში ორმხრივ დონეზე საქართველოში პირველად ჩატარებული ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია “Nomisma Energia”-ის მიერ “თიბისი ბანკსა” და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან (GEDF) თანამშრომლობითა და თბილისში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქართულმა და იტალიურმა ინსტიტუციებმა და კომპანიებმა, […]
Წაიკითხე მეტივიზის მისაღებად თითის ანაბეჭდის წარდგენის ახალი პროცედურა
შენგენის ზონის ქვეყნებს შორის მოკლევადიანი (180 დღიდან მაქსიმუმ 90 დღე) ვიზების მონაცემთა გავცლის მიზნით, 2015 წლის 23 ივნისიდან ამ ქვეყნების საქართველოში მოქმედ საკონსულო განყოფილებებში “სავიზო ინფორმაციის სიტემა” (VIS) ამოქმედდა.“სავიზო ინფორმაციის სიტემა” (VIS) უზრუნველყოფს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში თითოეული განმცხადებლის მიერ გაკეთებული შენგენის ვიზის ყველა მოთხოვნის მონაცემთა შენახვას. სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება თითოეული განმცხადებლის თითის ანაბეჭდების […]
Წაიკითხე მეტიიტალიური კულტურული და სამეცნიერო ექსპედიციის “Progetto Mediterranea”-ს ქართული ეტაპი
19 ივნისს დასრულდა ექსპედიცია “Progetto Mediterranea”-ს ქართული ეტაპი. ექსპედიცია, რომელმაც გეზი 2014 წლის 17 მაისს სან ბენედეტო დელ ტრონტოდან აიღო, ჩართულია ხუთწლიან კულტურულ და სამეცნიერო პროექტში, რომელიც მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების და წითელი ზღვის ჩრდილოეთის 29 ქვეყანას. საქართველოში იტალიის საელჩოს დახმარებით, პროექტში მონაწილეთა ჯგუფი ქ. თბილისში შეხვდა ქართველ ინტელექტუალებსა და ხელოვანებს. მწერალმა და პროექტის […]
Წაიკითხე მეტიმისიის ხელმძღვანელის მოადგილის მონაწილეობა “დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” გამოფენაში
11 ივნისს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფანო კრეშენცი დაესწრო “დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის” მიერ ორგანიზებულ, ფერწერული და ნაძერწი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას და “დანტე ალიგიერის საზოგადოების” იტალიური ენის კურსების წარჩინებულ სტუდენტებს გადასცა იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატები PLIDA.
Წაიკითხე მეტიქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია შიდა ქართლში
2015 წლის 18 ივნისიდან 4აგვისტომდე შიდა ქართლში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ვენეციის კა-ფოსკარის უნივერსიტეტის ერთობლივი არქოლოიური მისიის ფარგლებში ჩატარდება ყოველწლიური ექსპედიცია, რომელსაც პროფესორი ელენა როვა და პროფესორი იულონ გაგოშიძე ხელძღვანელობენ. მისია 2009 წლიდან არის გახსნილი, 2013 წლიდან კი არქეოლოგიური სამუშაოები ქარელის რაიონში, „არადეთის ორგორა“/,,დედოფლის გორა“-ზე მიმდინარეობს. არქოლოგიური გათხრების კომპლექსს მდინარე ფცის და მტკვრის შესართავთან სტრატეგიული […]
Წაიკითხე მეტიბოლონიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლასამაგისტრო კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში (განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 15 ივნისი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კანდიდატებისთვის და 30 ივნისი- ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანდიდატებისთვის)
ბოლონიის უნივერსიტეტი გასცემს 27 სტიპენდიას ( სრული და ნაწილობრივი დაფინანსებით) და უპროცენტო სესხებს საკუთარი ბიზნეს სკოლის სამაგისტრო კურსზე დასასწრებადკურსის პროგრამა, რომელმაც European Foundation for Management Development -ის EPAS -ის აკრედიტაცია გაიარა, 12 თვეს გრძელდება, ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და შემდეგ სპეციალობებს მოიცავს: – Design, Fashion and Luxury Goods– Food and Wine– Green Energy and Sustainable Businesses– […]
Წაიკითხე მეტი“Pensarecasa”-ს მაღაზიის გახსნა თბილისში
გასულ 22 მაისს საელჩოს კომერციული ატაშე დაესწრო “Pensarecasa”-ს მაღაზიის გახსნას (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ). იტალიური კომპანია წარმოადგინა სს “Gruppo IMAB”-ის პრეზიდენტმა ჯანფრანკო ბრუსკოლიმ.ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის, არქიტექტორები, დიზაინერები და ავეჯის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები.ორ სართულზე განთავსებული, 1200 კვ. მეტრი ფართობის მქონე შოურუმში წარმოდგენილია ცნობილი იტალიური ბრენდის ავეჯი და სახლის აქსესუარები.
Წაიკითხე მეტიიტალიის მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში (2015 წლის 18-23 მაისი)
თბილისი – საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურული საქმიანობის პროგრამის ფარგლებში, ოთხშაბათს, 20 მაისს, 19:00 საათზე, “მწერალთა სახლში” (თბილისი, მაჩაბლის ქ. 13), იტალიელი პოეტი კლაუდიო პოცანი მკითხველს საკუთარ პოეზიას გააცნობს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნი “ჩრდილების მარში” და იტალიურ ენაზე ნათარგმნი “თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია” (მთარგმნელი ნუნუ გელაძე). შეხვედრა წარიმართება იტალიურ ენაზე ქართულ ენაზე თარგმანით.ღონისძიება […]
Წაიკითხე მეტიმე-8 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა “ექსპო ბათუმი 2015” (ბათუმი, 2015 წლის 22-22 მაისი)
2015 წლის 22-22 მაისს ქ. ბათუმის სასტუმრო “შერატონში” გაიმართება მე-8 საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა “ექსპო ბათუმი”, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგამოფენო ღონისძიებას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის თურქეთიდან, აზერნაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან და გერმანიიდან.აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილები.ფაილი 1ფაილი 2
Წაიკითხე მეტი