ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

საელჩოდან

შეიყვანეთ თქვენი საძიებო პარამეტრები
Reset
25 სექტემბერი 2018
ახალი ტექნოლოგიები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის: იტალიური გამოცდილება

“იმერსიული გამოფენები და თხრობის ხელოვნება: საზოგადოების ჩართვა და წარსულისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება” – ჩვენი საელჩოსა და იტალიის კვლევების საბჭოს (CNR) მიერ ჩაფიქრებული და ორგანიზებული ვორქშოპია, რომელიც იმართება 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით. მულტიმედიური გამოფენები, 3D პროექცია, ვირტუალური რეალობა, ბიოლოგიურ არქივებად ქცეული […]

Წაიკითხე მეტი
6 სექტემბერი 2018
ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო

გამოფენა “ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო, შედევრები პალაცო კიჯი ინ არიჩადან” გვთავაზობს იმ ჟანრებისა და მხატვრობის სტილების ვრცელ პანორამას, რომლებმაც განსაზღვრა ბაროკოს ფერებით, თეატრალური ეფექტებით, შუქჩრდილებითა და კონტრასტებით მდიდარი ესთეტიკა და, ამავდროულად, ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის საკომუნიკაციო, ზნეობრივი და სულიერი სისტემა. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის მქონე ფერწერის გარდა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ სხვადასხვა ჟანრების ნიმუშები, რომლებსაც […]

Წაიკითხე მეტი
6 სექტემბერი 2018
ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო საქართველოში

  11 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით ქართველ დამთვალიერებელსა და თბილისის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ ბაროკოს პერიოდის ხელოვნების ნიმუშები. გამოფენა გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (მის: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 11). ბოტიჩელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, ტიციანის, რენესანსის დიდოსტატებისა და თანამედროვე იტალიელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენების შემდეგ, რომლებმაც მნახველთა რეკორდული რაოდენობა (96000-ზე მეტი დამთვალიერებელი!) მიიზიდა, საქართველოს დედაქალაქი ამჯერად […]

Წაიკითხე მეტი
5 სექტემბერი 2018
ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო. შედევრები პალაცო კინი ინ არიჩადან

გამოფენილი ნამუშევრები ოტავიო ლეონი (რომი, დაახლ. 1578 – 1630)ჯოვან ლორენცო ბერნინის პორტრეტი1622გრავიურა, 141 x 110 მმარიჩა, პალაცო კიჯი, ფაჯოლოს კოლექცია არნოლდ ვან ვესტერჰაუტი (ანტვერპენი, 1651 – რომი, 1725)ჯოვან ბატისტა გაული, მეტსახელად “ბაჩიჩო” (გენუა, 1639 – რომი, 1709)ჯოვან ლორენცო ბერნინის პორტრეტიდაახლ. 1680გრავიურა, 222 x 160 მმარიჩა, პალაცო კიჯი, ფაჯოლოს კოლექცია ჯოვან ლორენცო ბერნინი (იდეა) (ნეაპოლი, 1598 […]

Წაიკითხე მეტი
21 აგვისტო 2018
იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი: სასწავლო-საწრთვნელი გემი “Palinuro” ქ. ბათუმის პორტში (23 აგვისტოდან 26 აგვისტომდე)

გრძელდება 2018 წლის საგანმანათლებლო-საწრთვნელი კამპანია იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შხუნა-ბარკზე კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტისთვის 23 აგვისტოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-საწრთვნელი გემი “Palinuro” ჩამოდგება ქ. ბათუმის (საქართველო) პორტში, სადაც 26 აგვისტომდე გაჩერდება. გემი “Palinuro” ჩართულია 54-ე საწრთვნელ კამპანიაში და ამჟამად მასზე სწავლებას გადის ტარანტოს საზღვაო უნტერ-ოფიცერთა სკოლის კურსის “Kratos”-ის 33 კურსანტი, რომლებიც შეისწავლიან საზღვაო-სანაოსნო მეცნიერებებს და იძენენ უშუალო […]

Წაიკითხე მეტი
9 აგვისტო 2018
კომპანია Azimut-Benetti საქართველოშია

საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი იტალიური კომპანია შემოვიდა: 31 ივლისს ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენციმ მონაწილეობა მიიღო უმაღლესი კლასის იახტებისა და მეგაიახტების მწარმოებელი კომპანია “Azimut-Benetti“-ის ქართული ფილიალის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენელი ფრანჩესკო ბორომეი ესწრებოდა. “ეს ცხოვრების იტალიური სტილის – ტრადიციისა და ინოვაციის, სტილისა და ტექნოლოგიის, ხელოსნობისა და მეწარმეობის შერწყმის შესანიშნავი მაგალითია, საქართველოში იტალიური ნაწარმის პოპულარიზაციის კიდევ […]

Წაიკითხე მეტი
8 აგვისტო 2018
სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღე

62 წელი გავიდა მარსინელის ტრაგედიის შემდეგ. 1956 წლის 8 აგვისტოს ბუა-დე-კაზიერის მაღაროში (ბელგია) მომხდარი ავარიის დროს დაიღუპა სხვადასხვა ეროვნების 262 მაღაროელი, მათ შორის 136 იტალიელი. “სამუშაო ადგილზე დაღუპულ იტალიელთა ხსოვნის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც სამშობლოსა თუ უცხოეთში სამუშაო ადგილას ტრაგიკულად დაღუპული თანამემამულეების მოსაგონრად დაწესდა, მინისტრმა მოავერო მილანეზიმ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა. მიმართვის ტექსტის სანახავად დააჭირეთ აქ:

Წაიკითხე მეტი
13 ივლისი 2018
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (2018 წლის 16-17 ივლისი)

იტალიასა და საქართველოს ერთმანეთთან ხანგრძლივი მეგობრობა, თანამშრომლობა ყველა სფეროში და უამრავი სამომავლო გეგმა აკავშირებს. ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურად და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, საგარეო საქმეთა მინისტრის ენცო მოავერო მილანეზის თანხლებით, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 16 და 17 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში […]

Წაიკითხე მეტი
29 ივნისი 2018
ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

გრძელდება იტალია-საქართველოს თანამშრომლობა არქეოლოგიის დარგში. ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციისა (ISMEO) და საქართველოს არქეოლოგიური ასოციაციის თანამშრომლობისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მთელი რიგი საინტერესო კვლევითი სამუშაოები ჩაატარა. არქეოლოგიურმა მისიამ, რომელსაც პროფ. ვახტანგ ლიჩელი და პროფ. რობერტო დანი ხელმძღვანელობენ, ივნისის […]

Წაიკითხე მეტი
19 ივნისი 2018
თანამედროვე იტალიური საბალეტო დასი “Spellbound” თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე

უამრავ იტალიურ თუ ევროპულ ფესტივალში (მათ შორის, ვენეციის ბიენალეში, ბიარიცის, მადრიდისა და ბანგკოკის ფესტივალებში) მონაწილების შემდეგ, თანამედროვე იტალიური საბალეტო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, საბალეტო დასი Spellbound Contemporary Ballet თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს ესტუმრება. 23 და 24 ივნისს, მაყურებელი იხილავს თანამედროვე იტალიური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურის, მაურო ასტოლფის მიერ დადგმულ ორ საბალეტო წარმოდგენას, “Formami” და “Rossini […]

Წაიკითხე მეტი