სწავლის შესაძლებლობა საერთაშორისო სტუდენტებისთვის: ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სასწავლო სტიპენდიები
აღმოსავლეთ პიემონტეს უნივერსიტეტი, მიგელ ერნანდესის სახელობის ელჩეს უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკასთან (გერმანია) თანამშრომლობით, 2019/2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე ფარმაციისა და კოსმეტოლოგიის დარგში (ინგლისურ ენაზე). აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ერაზმუს მუნდუსის ფარგლებში და ითვალისწინებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ 12 სასწავლო სტიპენდიას, რაც მოიცავს სწავლის საფასურსა და საკუთრივ სტიპენდიას თვიური 1000 […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ბაროკო თბილისში: არა მხოლოდ მხატვრობა, არამედ მუსიკაც
ბაროკოს ეპოქის ხელოვნებასთან კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში: გამოფენის “ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“, რომელიც ღიაა მნახველისთვის 25 ნოემბრამდე, საქართველოს დედაქალაქს ბაროკოს ეპოქასთან კიდევ ერთი შეხვედრა ელის: წელს უკვე მეოთხედ ტარდება “თბილისის ბაროკო ფესტივალი“, ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალი ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სახელგანთქმულ მუსიკოსებსა და ანსამბლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს პერიოდის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს. […]
Წაიკითხე მეტიხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”, პროგრამა “ფოკუსში იტალიაა”
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელი ფესტივალის პროგრამა “ფოკუსში იტალიაა” (2018 წლის 1-5 ნოემბერი) მაყურებელს სთავაზობს “სარდინიული კულტურის დღეებს საქართველოში”, რომელიც იმართება იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტროს, იტალიის საელჩოს, სარდინიის ნაციონალური თეატრის, ქ. კალიარის მერიის, სარდინიის […]
Წაიკითხე მეტითანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისის ტრიენალე”
2018 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე “თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი“-ს ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში იმართება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისის ტრიენალე”, რომელიც საერთაშორისო ბიენალეების ასოციაციის ასოცირებული წევრია, წელს კი, უკვე მესამედ ჩატარების შემდგომ, ასოციაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭება. ტრიენალეს მთავარი თემაა “ნება”. მის ფარგლებში იმართება 30-მდე ღონისძიება, მათ შორის, გამოფენები, ინსტალაციები, ვორქშოპები და პერფორმანსები, რომლებიც ასახავს ინდივიდუალურ, […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი ხელოვანი თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე
თვალის ერთი შევლებაც საკმარისია უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე თბილისში განვითარებული ურბანიზაციის სწრაფი და ქაოტური პროცესის დასანახად. საქართველოს დედაქალაქში ნამდვილი სამშენებლო ბუმია, რომელიც ბუნებრივ კითხვას აჩენს: დარჩა თუ არა ადგილი ქალაქის ბინადრების მოთხოვნილებებისთვის თუ ინდივიდს თრგუნავს ამგვარი ურბანული რეალობა? გარეუბნები, არაფორმალური არქიტექტურა, კავშირი ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიჟაზს შორის, ქალაქის იერსახის ტრასფორმაციული პროცესები და სხვა […]
Წაიკითხე მეტიიტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული – განაცხადი სპონსორობაზე
გნებავთ, თქვენი კომპანიის თუ ორგანიზაციის იმიჯი და საქმიანობა უკეთესად წარმოაჩინოთ? იტალიის საელჩო გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ ან დააფინანსონ იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის (2018 წლის 19-25 ნოემბერი) ფარგლებში გამართული ღონისძიებები. პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს სპონსორობაზე, შეავსოთ სპონსორობის შეთავაზების მოდული და გააგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: commerciale.tbilisi@esteri.it
Წაიკითხე მეტიიტალიის მოქალაქეობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები
2018 წლის 4 ოქტომბრის საკანონდებლო დეკრეტის N.113, მე -14 მუხლის (იხ. დანართი) თანახმად ა. წ. 5 ოქტომბერს იტალიის მოქალაქეობის შესახებ კანონში ( n. 91, 05/02/92, n. 91) შევიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შეეხო, აგრეთვე, აღნიშნული ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისთვის, უკვე, წარმოებაში მიცემულ მოქალაქეობის ყველა საქმეს.ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ცვლილება: – გაუქმდა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც […]
Წაიკითხე მეტიიტალიური ენის მეთვრამეტე მსოფლიო კვირეული
იტალიური ენა და ინტერნეტი, ქსელები იტალიური ენისთვის რა არის იტალიური ენის კვირეული? 15-21 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის მეთვრამეტე კვირეული, რომლის მიზანია იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია უცხოეთში. ინიციატივა, რომელსაც დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, ასევე შვეიცარიის კონფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება. […]
Წაიკითხე მეტიიტალიელი ქუჩის მხატვარი მილო თბილისში ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ჩამოვიდა
ერთ სივრცეში თავმოყრილი ხელოვნება, ფანტაზია და ურბანული კონტექსტი: ფაბრიკაფიტის ურბან არტ ფესტივალი წელს მესამედ ტარდება და მისი მთავარი გმირი სტრიტ-არტია – შეხედულებათა გამოხატვის თავისუფლება და კრეატიულობა, რომელიც ადამიანისა და გარემოს ურთიერთკავშირს ურბანული კულტურის სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმებით გადმოსცემს. ფესტივალს მულტიფუნქციური არტ-სივრცე Fabrika მასპინძლობს, რომლის ინდუსტრიული ფასადი ორი დღის განმავლობაში ქუჩის ხელოვანებისათვის უზარმაზარ “ტილოდ” იქცევა. ამ ხელოვანებს შორის “მილოს” […]
Წაიკითხე მეტისახელგანთქმული იტალიელი მევიოლინე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი”
26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი” ფარგლებში ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და იტალიის საელჩო ცნობილ იტალიელ მუსიკოსს დომენიკო ნორდიოს მასპინძლობენ. კამერული მუსიკის კონცერტის პროგრამაშია ტარტინის, რესპიგის, პროკოფიევის, დებიუსისა და ბრამსის ნაწარმოებები. იტალიელ მევიოლინეს აკომპანირებას გაუწევს მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მიხაილ ლიდსკი. კონცერტი გაიმართება 26 სექტემბერს (დასაწყისი: 19:30სთ) ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში.
Წაიკითხე მეტი