ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე 2025

1

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოპარკში აღინიშნა იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.

საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მიზანია ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიების დარგში არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ გახსნეს. ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) პრეზიდენტი ლუიჯი ნიკოლაისი.

ღონისძიებაზე გაიმართა ქართველი ინოვატორების დაჯილდოება, რომლებმაც გაიმარჯვეს სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებისა და იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამართულ კონკურსში “STEM Study Visits to Italy”. კონკურსი, რომლის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ითვალისწინებს ორ სამთვიან სტიპენდიას იტალიის საუკეთესო ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ცენტრებში სასწავლებლად და ქართველ ინოვატორებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გაიმდიდრონ გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ინოვაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კრეატიული ინდუსტრიები. წლევანდელი კონკურსის მთავარი თემა დისტანციური სერვისები და ციფრული გამოცდილება იყო.

კონკურსი, რომელიც იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2018 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში იმართება, მიზნად ისახავს ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებასა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოვებას ტექნოლოგიების დარგში“, აღნიშნა იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ და წარმატება უსურვა კონკურსში გამარჯვებულებს, რომლებიც პროფესიულ წინსვლას გააგრძელებენ ციფრული ტრანსფორმაციისა და ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე იტალიური კომპანია Innovaway-ში.

#DiplomaziaScientifica #ItalianInnovationandResearchDay #InnovItalyinGeorgia