გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2025-2026 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია.
სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის, დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია, რომლის გაგრძელება მომდევნო აკადემიურ წელს შეეძლებათ მრავალწლიანი ხანგრძლივობის კურსებზე ჩარიცხული სტუდენტებს (9 თვიანი სტიპენდიის გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 31 ივლისამდე); ხოლო იტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის გაიცემა 3 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (მისი გამოყენება შესაძლებელია 2026 წლის 1 იანრიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე).
სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად.
მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2025 წლის 16 მაისის 16:00 საათამდე (საქართველოს დროით). პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ.
დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე).
იტალიურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
63 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2025-2026 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2025 წლის 16 მაისის 16:00სთ-მდე (საქართველოს დროით)
