ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მარიო ლასალანდას “პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები” ფესტივალზე “ქოლგა თბილისი ფოტო”

Festival Kolga-poster

იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებს “ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალთან ტრადიციულ თანამშრომლობას და 24-ე ფესტივალის ფარგლებში გთავაზობთ ფოტოგამოფენას “პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები”, რომელიც 3 მაისს, 19:00სთ-ზე გაიხსნება.

რეტროსპექტიული გამოფენა (კურატორი პაოლა ლასალანდრა) მოიცავს 150-ზე მეტ შავ-თეთრ ფოტონამუშევარს, რომლებსაც ერთ-ერთი ინოვაციული და ნიჭიერი იტალიელი ფოტოგრაფი 1962-2011 წლებში იღებდა, და წარმოადგენს უაღრესად საინტერესო ფოტოგალერეას, რომელიც მნახველს ფოტოხელოვანის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. მეტაფორებით, ალეგორიებითა და სიმბოლოებით გაჯერებულ სამყაროში, რომლის პერსონაჟები რეალურსა და სიურრეალურს შორის ზღვარზე არსებობენ და სადაც ფანტასტიკური და მაგიური ერთმანეთს ენაცვლება.

გამოფენის გახსნაზე წარმოდგენილი იქნება იტალიელი ფოტოგრაფის მიერ 2003-2013 წლებში სან ფელიჩე სულ პანაროში შექმნილი პერფორმანსის “Magico”-ს რეინტერპრეტაცია, რომლის ავტორი ცნობილი ხელოვანი ირაკლი ნასიძეა.

გამოფენა “პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები” ღია იქნება მნახველისთვის 12 ივნისის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.