იტალიის საელჩო თბილისში გეგმავს, მოიძიოს საჯარო თუ კერძო კომპანიები, რომლებსაც სურთ ითანამშრომლონ საელჩოსთან “იტალიური წარმოებისა და მოდის ეროვნულ დღესთან” დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებაში. წლევანდელი ინიციატივის ძირითადი თემა არის “იტალიური წარმოების, კულტურული მემკვიდრეობისა და ოსტატობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია“.
პროცედურა ძალიან მარტივია: საკმარისია გაეცნოთ განაცხადს, შეავსოთ შესაბამისი თანხმობის ფორმა და გააგზავნოთ 2025 წლის 30 აპრილის 23:59სთ-მდე (საქართველოს დროით) ელ. ფოსტის მისამართზე: primosegr.tbilisi@esteri.it.
„იტალიური წარმოებისა და მოდის ეროვნულ დღესთან“ დაკავშირებული ინიციატივები განხორციელდება 2025 წლის 8 მაისს.
ამავე მისამართზე შეგიძლიათ გააგზავნოთ მოთხოვნა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
“იტალიური წარმოებისა და მოდის ეროვნულ დღესთან” დაკავშირებული შეტყობინება
