ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

VII კონკურსი „BookTuberPrize“

BookTuberPrize-logo

გამოცხადდა იტალიის კულტურის სამინისტროს წიგნის ცენტრის მიერ, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ორგანიზებული კონკურსი BookTuberPrize“, რომელიც იტალიასა თუ იტალიის ფარგლებს გარეთ მცხოვრები 11-21 წლის ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის წელს უკვე მეშვიდედ ტარდება.

კონკურსის მიზანია, გაზარდოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში წიგნებისა და ლიტერატურის ცნობადობა და ხელი შეუწყოს გაგების, გადმოცემისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა. ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მარტის 13:00სთ (იტალიის დროით).

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.