ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

“Espresso Radio”, ფარნეზინას ახალი პოდკასტი

Espresso radio

2025 წლის 24 იანვრიდან თანამედროვე იტალიური მუსიკის მოყვარულებს ელით ახალი პოდკასტი „Espresso Radio“, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ SIAE-სთან (ავტორებისა და გამომცემლების ასოციაცია) თანამშრომლობით შეიქმნა.

„Espresso Radio“ წარმოადგენს იტალიურ და ინგლისურ ენებზე მომზადებულ 10 რადიოგადაცემას, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს მიეძღვნება და მსმენელს მთავარ მუსიკალურ სიახლეებს გააცნობს.

პოდკასტის ახალ გამოშვებებს შეგიძლიათ უსმინოთ ყოველ პარასკევს, 2025 წლის 28 მარტამდე, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს პლატფორმა Spreaker-ზე.

#DiplomaziaCulturale #musicaitaliana