მომხმარებლებელთა საყურადღებოდ: 2023 წლის 9 აგვისტოს N 111 კანონის 1 და მე-10 მუხლებში მითითებული საგადასახადო სააღსრულებო ბოლო დადგენილების (2024 წლის 18 სექტემბრის n. 139 საკანონმდებლო განკარგულება) დამტკიცების შემდეგ, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საგადასახადო დებულებების გადასახადების ნაწილში, საკონსულო მომსახურებაზე დაწესებულ შტამპის გადასახადზე და გარკვეულ ტარიფებზე, რომლებიც მითითებულია 71/2011 საკანონმდებლო დადგენილებას თანდართულ საკონსულო ცხრილში.
კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრიდან უქმდება შტამპის გადასახადი ყველა საკონსულო მომსახურებაზე.
ასევე, 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა ცვლილება გარკვეული საკონსულო მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით. გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილს, რომელშიც მოცემულია საკონსულო მოსაკრებლების ცხრილში შესული ცვლილებები, უფრო ზუსტად კი N 71/2011 საკანონმდებლო დადგენილების დანართის მე-4 მუხლის ბ), მე-7, მე-8, მე-17, მე-18, 24, 55 და 66-ე მუხლებში შესული ცვლილებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ საკანონმდებლო დადგენილების სრულ ტექსტს. 71/2011, კერძოდ მის დანართს, ან გამოაგზავნოთ კითხვა ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: consolato.tbilisi@esteri.it