ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ბოლონიის უნივერსიტეტი: სამაგისტრო პროგრამა ევროპულ ლიტერატურაში 2025-2026 აკადემიური წლებისთვის

Erasmus-Mundus-Masters-Scholarships

ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის კურსი ჩართულია პროგრამაში “Erasmus + Erasmus Mundus Joint Master”, რომელიც განკუთვნილია საუკეთესო სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან. ევროპული და არაევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების კონსორციუმის მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურებს შორის ურთიერთგაგებასა და აკადემიური ხარისხის ამაღლებას.
კურსის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს და სწავლების ენა სტუდენტის მიერ შერჩეული უნივერსიტეტის მიხედვით იცვლება. ორწლიანი პერიოდის დასრულების შემდგომ, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს კონსორციუმის წევრი იმ უნივერსიტეტების მიერ გაცემული ორი ან სამი დიპლომი.
სწავლის მსურველებს უნდა გააჩნდეთ საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლები, დიპლომი ევროპულ ლიტერატურაში სამაგისტრო პროგრამის შესაბამის დისციპლინებში (ლიტერატურა, ისტორია, ხელოვნება, ენები). გარდა ამისა, აუცილებელია ინგლისური ენისა (სულ მცირე, B1 დონეზე) და შერჩეულ უნივერსიტეტში სწავლების ენის (სულ მცირე, B2 დონეზე) ცოდნა.
სასწავლო სტიპენდიებისა და სხვა შეღავათების მისაღებად გამართულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენის ვადებია:
სასწავლო სტიპენდიების მისაღებად: 2024 წლის 2 დეკემბრიდან 2025 წლის 3 მარტამდე;
სხვა შეღავათების მისაღებად – 2025 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 229 მაისამდე.
დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.