ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური ფილმები საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე “თაობა”

460032666_1057387723055185_6595107546199425072_n

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ წელს უკვე მეშვიდედ იმართება და მისი მთავარი მონაწილეები 13-18 წლის ახალგაზრდები არიან – სწორედ ისინი (800-მდე მოზარდი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან) შეაფასებენ და გამოავლენენ საუკეთესო კინოფილმებს, გამართავენ დისკუსიებს რეჟისორებთან, მსახიობებსა და კინოსამყაროს სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან.

იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი წელს 20-26 სექტემბერს ქ. ქუთაისში ტარდება. ფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის პროგრამაში ორი იტალიური კინოსურათი მონაწილეობს:

20 სექტემბერს ნაჩვენები იქნება სახელგანთქმული იტალიელი მსახიობის, პაოლა კორტელეზის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „C’è ancora domani“, რომელიც უამრავი კინოპრემიით, მათ შორის, ოქროს გლობუსით და არაერთი ვერცხლის ფირით და დონატელოს დავითით დაჯილდოვდა. შავ-თეთრი კინოფილმი, რომლის მოქმედება მეოცე საუკუნის 40-იან წლებში რომში ხდება, გვიამბობს ქალის ისტორიას, რომელიც ღირსეულად უმკლავდება ყოველდღიურ სირთულეებსა და ოჯახური ძალადობის წინაშე უმოქმედო საზოგადოებას, და საკუთარი ქალიშვილისთვის განსხვავებულ მომავალსა და უკეთეს სამყაროზე ოცნებობს.

25 სექტემბერს გაიმართება ცნობილი იტალიელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, მარიო ტულიო ჯორდანას ფილმის “La vita accanto” ჩვენება. მარიაპია ველადიანოს რომანის მიხედვით გადაღებული კინოსურათი გვიამბობს ოჯახზე, რომლის ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრება დრამატული ამბავი და ოჯახის ბედნიერ ყოფას სამუდამოდ დაანგრევს.