ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ფესტივალ „მწვანე საღამოების“ ფარგლებში ორი შესანიშნავი ღონისძიება გაიმართა

Concerto-1

თბილისში ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართა, რომლის ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ორი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა: 6 ივნისს, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იყო ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმი “გამარჯობა, ქარი ქრის”, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი ეძღვნება ტონინო გუერას, დიდ იტალიელ პოეტს, რომელმაც თავისი კვალი კინემატოგრაფსაც დაამჩნია.

7 ივნისს, თბილისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც 2021 წელს, ტონინო გუერას „დავიწყებული ხილის ბაღის“ მსგავსად, იტალიიდან ჩამოტანილი ხის ნერგებით „დავიწყებული ხილის ხეივანი“ გაშენდა, გაიმართა კონცერტი ცნობილი იტალიელი აკორდეონისტის, სიმონე ძანკინის მონაწილეობით. ვირტუოზმა მუსიკოს-შემსრულებელმა, რომელიც უამრავ იტალიურ და საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს, სარა კალვანელისთან (აკორდეონი) და ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ჯაზისა და ფოლკლორული კომპოზიციები შეასრულა.