გამოცხადდა კონკურსი “Call for Solutions” იმ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ წარადგინონ ინოვაციური პროექტები შემდეგ თემებზე:
- განათლება კლიმატთან დაკავშირებულ და გარემოსდაცვით საკითხებში: პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად აუცილებელი ცოდნის პოპულარიზაცია;
- მდგრადი ენერგია: წვდომა განახლებად ენერგიებთან, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება;
- სურსათი და სოფლის მეურნეობა: რეგენერაციული სოფლის მეურნეობა და ეკოლოგიური კვების მრეწველობა;
- ბუნებრივი სიმდიდრე: ბუნებრივი რესურსების დაცვა და მოპოვება;
- ეკომოხმარება და ეკოწარმოება: დანაკარგების შემცირების მიზნით, მასალების გადამუშავება და ხელახალი გამოყენება.
პროექტების წარდგენა შესაძლებელია ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე. თითოეული გამარჯვებული პროექტი 30.000 აშშ დოლარით დაფინანსდება.
განაცხადის წარდგენის ვადაა: 2024 წლის 26 მაისი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია: დარეგისტრირება პლატფორმაზე https://community.youth4climate.info/Welcome; პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის გაგზავნა; ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე 2-3 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოს მომზადება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.
#Youth4Climate
#Call4Solutions