იტალიის კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი თარგმანისთვის ეროვნული პრემიის მისაღებად. სამინისტრო ყოველწლიურად გასცემს რვა (მთავარ და სპეციალურ) პრემიას მთარგმნელობით და საგამომცემლო სფეროში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ ონლაინ და 12 აპრილის 12:00სთ-მდე (ადგილობრივი დროით) გააგზავნონ სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით, რომლის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://biblioteche.cultura.gov.it/it/contributi/premi-nazionali-per-la-traduzione/Sportello-domande/
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია წერილობით 2024 წლის 10 აპრილის 12:00სთ-მდე ელ. ფოსტის მისამართზე: preminaz-traduzione@cultura.gov.it