თბილისის კულტურული ცხოვრების წლევანდელი საშემოდგომო სეზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც “თაგის არტის” ორგანიზებითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება: სახელგანთქმული იტალიელი მომღერლისა და კომპოზიტორის, მარიო ბიონდის ტურნეს ევროპის ქალაქებში საქართველოს დედაქალაქიც დაემატა.
მომღერალს წარდგენა არ სჭირდება: მარიო ბიონდი იტალიასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული იტალიელი პოპ, ჯაზ და სოულ მომღერალია – მისი მუსიკალური კარიერა მოიცავს არაერთ პლატინისა და ოქროს დისკს, კინოსთან, თეატრსა თუ ტელევიზიასთან დაკავშირებულ პროექტებს, კონცერტებსა და თანამშრომლობას ისეთ შემსრულებლებთან, როგორიცაა რეი ჩარლზი, პინო დანიელე, ელ ჯერო, ჩაკა ხანი და სხვები.
არ გამოტოვოთ კონცერტი, რომელიც გაიმართება 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში, სადაც მარიო ბიონდი თავის ბენდთან ერთად წარადგენს ახალ ალბომს „Crooning undercover” და ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალთან, სოფიო გორდელაძესთან ერთად იმღერებს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.