ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ლირიზმი და ვირტუოზულობა: ლუიჯი კაროჩას კონცერტი თბილისში

poster

იტალიის საელჩო საქართველოში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კიდევ ერთ საჩუქარს უმზადებს: ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება ლუიჯი კაროჩა, ნიჭიერი იტალიელი პიანისტი, რომლის სოლო კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის, მათ შორის, ტოკიოს, ბრიუსელის, ბირმინგემისა თუ მონრეალის პრესტიჟული საკონცერტო დარბაზები მასპინძლობს.

19 ოქტომბერს, თენგიზ ამირეჯიბის სახ. პიანისტთა IX საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება დუშნიკის შოპენის სახ. საფორტეპიანო საერთაშორისო ფესტივალის, დრეზდენის მუსიკალური და მაიამის პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალების მონაწილისა და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიის მფლობელი პიანისტის კონცერტი, რომელიც ფრიდერიკ შოპენის მუსიკალურ ნაწარმოებებს (ბარკაროლას, პრელუდიებსა და ნოქტიურნებს) შეასრულებს.