იტალია წლევანდელი “ჯაზისა და ღვინის ფესტივალის” სტუმარი ქვეყანაა. Eastern Promotion-ის მიერ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული ფესტივალი ჩატარდება წინანდალში, რომელიც ღვინის დაყენების ათასწლოვანი ტრადიციით განთქმულ რეგიონში, კახეთში მდებარეობს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 30-მდე ადგილობრივი მცირე მარნის ღვინოებთან ერთად, ვენეტოს რეგიონის მეღვინეობა “Falezze“-ს შესანიშნავი ღვინო გასინჯონ და ისიამოვნონ ჯაზის ცოცხალი შესრულებით.
ფესტივალზე ბევრი სიურპრიზი გელით: ხუთი იტალიელი მუსიკოსისგან შემდგარი ჯგუფი Salt Peanuts Show Band და ფესტივალის სპეციალური სტუმარი, წლევანდელი ჩამპის პრემიით დაჯილდოებული ჯაზ-მომღერალი სარა ჯეინ გიოტი სხვადასხვა სტილის ჯაზურ მუსიკას (სვინგს, ბიბოპსა და როკ-ენ-როლს) შეასრულებენ. ღონისძიებაზე გაიმართება იტალიელი შეფ-მზარეულის, მაურიციო სიჩილიანოს კულინარიული შოუ და მისი მომზადებული ტრადიციული იტალიური კერძების დეგუსტაცია.
გვეწვიეთ ღონისძიებაზე, რომელიც მეღვინეობის ტრადიციებსა და ჯაზის ჰანგებს აერთიანებს და 14 ოქტომბერს წინანდალში გაიმართება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.