ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი შეთანხმების თანახმად, რომელიც ხელმოწერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას (COTEC) შორის, გამოქვეყნდა კონკურსის “STEM Study Visit” პირობები.
აღნიშნული კონკურსი შესანიშნავი შესაძლებლობაა კვლევისა და ინოვაციების სფეროებით დაინტერესებული ორი ქართველი ახალგაზრდისთვის, რომელთა ასაკი 45 წელს არ აღემატება და გულისხმობს სამთვიან სასწავლო ვიზიტს იტალიაში, სახელგანთქმულ ციფრულ აკადემია SPICI*-ში, რომელიც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ჰაბს წარმოადგენს და მისი სათაო ოფისი ქ. ნეაპოლში, სან-ჯოვანი-ა-ტედუჩოს რაიონში მდებარეობს.
ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებას სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში და იმ ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, რომლებიც მიზანია იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და გაფართოება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ა.წ. 16 მაისამდე. ინგლისური ენის ცოდნისა და საკონკურსო პირობებში მითითებული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, პრიორიტეტულად ჩაითვლება განათლება (სასურველია, საუნივერსიტეტო) პროგრამული ინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იტალიის საელჩოს საქართველოში, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციასა (COTEC) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს.
* ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის ტექნოპარკის ჰაბი SPICI საერთაშორისო აქსელერატორი და სამეწარმეო ცენტრია, რომელიც მუშაობს კომპანიებისა და საჯარო ადმინისტრაციისთვის საჭირო ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გადაწყვეტებზე, წარმოების დაგეგმვასა და განვითარებაზე, ასევე, სამეცნიერო თანამშრომლობისა და სტარტაპების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობ უწყებათაშორის პროგრამებზე.