ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მერვე საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ტარდება, 16-18 ოქტომბერს უჩვეულო ფორმატით გაიმართება. კონცერტების მოსმენა შესაძლებელი იქნება სატელევიზიო არხის PosTV-ის პირდაპირ ეთერში.
16 ოქტომბერს 20:00სთ-ზე თქვენ გელით ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ორი სახელგანთქმული იტალიელი მუსიკოსი: ჯუზეპე ნოვა, შესრულების დახვეწილი მანერით გამორჩეული ფლეიტისტი და Alba Music Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პიანისტი ანდრეა ბაკეტი, რომლის საკონცერტო გამოცდილება უამრავ კონცერტს ითვლის. კონცერტზე შესრულდება დონიცეტის, გლუკის, მასნესა და პოპის შესანიშნავი მუსიკალური ნაწარმოებები.
ფესტივალის პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.