ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიის ეროვნული დღესასწაული: “Made in Italy”, სილამაზის, ხარისხის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის სინონიმი

იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და საზეიმო ღონისძიებაზე Silk Factory Studio-ს შთამბეჭდავ სივრცეში მოსულ მრავალრიცხოვან სტუმრებს ბევრი სხვადასხვა სიურპრიზი დაახვედრა.

ერთი საღამოს ფარგლებში გამართული უამრავი ღონისძიება, კონცეფციის “Vivere all’italiana” წარმოსადგენად, რომელიც ყველა ჩვენი ინიციატივისთვისაა დამახასიათებელი. იტალიის ეროვნული დღესასწაული დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების და მათი მნიშვნელობის შეფასებისა და საქართველოსთან ურთიერთობის პროგრესის აღნიშვნის მომენტია. ამავე დროს, ეს დღესასწაული იტალიური ცხოვრების სტილის წარდგენაცაა – ჩვენ ქართველ მეგობრებს სილამაზეს, გემოვნებასა და ოსტატობას ვთავაზობთ“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.

სტუმრებს იტალიური კრეატიულობის ნამდვილი ზეიმი დახვდათ:
გამოფენები: Tour around Italy, სააგენტო ANSA-ს მიერ მოწოდებული ფოტოექსპოზიცია, რომელიც გვიამბობს იტალიურ სტილზე, ტექნოლოგიებზე, სამზარეულოსა და ბუნების სილამაზეზე; იტალიური სავაჭრო ნიშნების მუზეუმთა ასოციაცია Museimpresa-ს მიერ განხორციელებული გამოფენა 50+! Il Grande Gioco dell’Industria – ისტორიული თუ თანამედროვე ბრენდების საკულტო ნივთების მეშვეობით მოთხრობილი დიზაინის ისტორია; I Borghi più belli d’Italia, უმშვენიერესი პატარა ქალაქებისა და დასახლებების მთელი ფოტოგალერეა; იტალიის არქიტექტურული პრემიით დაჯილდოებული პროექტების ფოტოგამოფენა, რომელიც თანამედროვე შენობა-ნაგებობებსა და ურბანულ პეიზაჟებს ეძღვნება. ამავდროულად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მნახველისთვის ღიაა მულტიმედიური გამოფენა Immagica, რომელიც 5 საუკუნეს მოიცავს და გაგაცნობთ იტალიურ ხელოვნებას ჯოტოდან კანოვამდე.

მოდა: CNAFedermoda-სა და კონსორციუმ Centergross-თან (რომლის ტვირთბრუნვა წელიწადში 5 მილიარდ ევროს შეადგენს) თანამშრომლობით ორგანიზებული მოდის ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები, სილამაზისა და ელეგანტურობის, ფერებისა და ქსოვილების ნამდვილი კალეიდოსკოპი.

მუსიკა: ეროვნული ჰიმნები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულმა იანო თამარ ალიბეგაშვილმა შეასრულა. ჟღერდა იტალიური კინომუსიკაც – ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ და თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა მორიკონეს, როტასა და პიოვანის ყველასთვის საყვარელი მელოდიები შეასრულეს.

ენოგასტრონომია: უამრავ დელიკატესთან ერთად, წარმოდგენილი იყო მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიური პროდუქცია: პროსეკო, პარმიჯანო და მორტადელა; გაიმართა კულინარიული შოუ იტალიელი შეფ-მზარეულის სტეფანო ბოსელის მონაწილეობით.

იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი პარტნიორისა და სპონსორის დახმარებით.

სტატიები და სიუჟეტები:

ტვ საზოგადოებრივი მაუწყებელი – სტატია, 03.06.2019
საქართველოს პრეზიდენტი – პრესრელიზი, 03.06.2019
ტვ იმედი – სიუჟეტი, 03.06.2019
Marshalpress – სტატია, 03.06.2019
Georgia Today – სტატია, 03.06.2019
PIA.GE – სტატია, 04.06.2019
სარკე – სტატია, 04.06.2019
The Messenger – სტატია, 06.06.2019
გემრიელია – სტატია, 10.06.2019