კვირას, 30 ივნისს, თბილისის მესამე საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის გალა-კონცერტზე, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარსდგებიან მილანის ლა სკალას თეატრის სოლისტები: პრესტიჟული პრემიით “Europaindanza” დაჯილდოებული მარტინა არდუინო, რომელიც მთავარ პარტიებს ასრულებს ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა “გედების ტბა”, “რომეო და ჯულიეტა”, “ჟიზელი”, და მარკო აგოსტინო, რომელმაც სახელი გაითქვა პარტიებით სპექტაკლებში “კოპელია”, “მძინარე მზეთუნახავი”, “დონ კიხოტი” და სხვა.
“იტალიური საბალეტო დასის “Spellbound Contemporary” შარშანდელი წარმატების შემდეგ, გვინდოდა, რომ იტალიელ მოცეკვავეებს წლევანდელ ფესტივალშიც მიეღოთ მონაწილეობა“, – განმარტავს ელჩი ანტონიო ბარტოლი, – “გვინდოდა, ბალეტის ვარსკვლავის ნინო ანანიაშვილის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში ჩვენი წვლილი შეგვეტანა. ლა სკალას თეატრის სოლისტების მონაწილეობაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს? ეს შესანიშნავი საღამო იქნება, მუსიკისა და ემოციების ნამდვილი ზეიმი“. მარკო აგოსტინოს თქმით, ცეკვა თხრობის ხელოვნებაა, სადაც ამბავი სხეულის მოძრაობით გადმოიცემა და სადაც “ყოველი პა სიტყვაა, მოცეკვავე კი ამ სიტყვებს უნიკალურ შინაარსს სძენს”.