Questo sito utilizza cookies tecnici (necessari) e analitici.
Proseguendo nella navigazione accetti l'utilizzo dei cookie.

ატილიო ტომაზელო თბილისში, საერთაშორისო ფესტივალზე “აღდგომიდან ამაღლებამდე”

უკვე ტრადიციად იქცა იტალიელი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში “აღდგომიდან ამაღლებამდე”. რიგით მე-14 ფესტივალის გახსნით კონცერტში, რომელიც ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით იმართება, არაჩვეულებრივ მომღერალთან, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებულ იანო თამარ ალიბეგაშვილთან და სახელგანთქმულ ალბანელ ტენორთან, ჯუზეპე ჯიპალისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი იტალიელი დირიჟორი ატილიო ტომაზელო. მაესტრო ტომაზელო, ბევრი წელია, თანამშრომლობს ისეთ სახელგანთქმულ საოპერო თეატრებთან, როგორიცაა “არენა დი ვერონა”, “ბერლინის დოიჩე ოპერა”, ნიცისა და პალმა-დე-მაიორკას თეატრები.

კონცერტი, რომელზეც შესრულდება არიები და დუეტები ცნობილი ოპერებიდან, საოპერო მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარი იქნება. გელით 4 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. არ გამოტოვოთ!

easter festival poster1