ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

კომპანია DemacLenko-სთან გაფორმდა ხელშეკრულება გუდაურისა და ბაკურიანის ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მიწოდების თაობაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის იტალიაში ვიზიტისას ხელი მოეწერა ორ ხელშეკრულებას “გუდაურის განვითარების სააგენტოსა” და იტალიურ კომპანია DemacLenko-ს შორის გუდაურისა და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო კურორტებისათვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემების მიწოდების თაობაზე. გუდაურის გათოვლიანების პროექტი ითვალისწინებს სრულად ავტომატიზირებული სისტემის დამონტაჟებას, რომელიც შედგება 29  თოვლის თოფისგან, 29 მინაპლასტიკისგან დამზადებული ჭის, 1300 მეტრი სიგრძის მილებისა და საქაჩი სადგურისგან. ბაკურიანის გათოვლიანების სისტემა შედგება 24 თოვლის თოფის, 36 მინაპლასტიკისგან დამზადებული ჭის, 2 თოვლის ზარბაზნის, 2000 მეტრი სიგრძის მილებისა და საქაჩი სადგურისგან.
სამუშაოების დასრულება დეკემბრის თვისთვისაა დაგეგმილი.