გასულ 2 მაისს შედგა შეხვედრა იტალიის ელჩ ფედერიკა ფავის, “ფერეროს ჯგუფის” შესყიდვების დირექტორ არდუინო ბორგონიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის.
შეხვედრაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. დოქტორ ბორგონიოს თან ახლდა “აგრიჯორჯიას” გენერალური მენეჯერი ინჟინერი დანიელ დელაჩა. “აგრიჯორჯია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია “ფერერო”, დაფუძნდა 2007 წელს ქართული კანონმდებლობის თანახმად და სამეგრელოს რეგიონში ფლობს 4.200 ჰექტარ მიწას, რომელიც თხილის პლანტაციებისთვის გამოიყენება.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს “ფერეროს ჯგუფის” ინტერესები საქართველოში და მომავალი ინვესტიციების პერსპექტივები.