ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

ლუიჯი მალერბას სახელობის პრემია (ნაწარმოებების გაგზავნის ბოლო ვადა: 2014 წლის 20 ივნისი)

ლუიჯი მალერბას სახელობის კონკურსში, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მწერლის სახელს ატარებს, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ეროვნების მიუხედავად, ვისაც სურს ძალა მოსინჯოს იტალიურ ენაზე პროზაული ნაწარმოების წერაში.
2014 წლის კონკურსი ეძღვნება სცენარს და მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამერიკული ფორმატით რედაქტირებული გამოუქვეყნებელი სცენარის ან გამოუქვეყნებელი კინომოთხრობის გაგზავნა. გამარჯვებული ნამუშევარი გამოქვეყნდება.
საკონკურსო ნამუშევრები pdf ფორმატში უნდა წარედგინოს პრემიის სამდივნოს არაუგვიანეს 2014 წლის 20 ივნისისა. ნამუშევართან ერთად აუცილებელია ავტორის ბიოგრაფიის წარდგენა (pdf ან doc ფორმატში) და თანხმობა ნამუშევრის შესაძლო გამოქვეყნებაზე (pdf ან jpg ფორმატში). დოკუმენტაცია გაგზავნილი უნდა იყოს ელ.ფოსტის მისამართზე
premiomalerba@gmail.com, მითითებით “ლუიჯი მალერბას სახელობის პრემია”.
კონკურსის პირობების გადმოსატვირთად, დააჭირეთ აქ.
ნამუშევრის შესაძლო გამოქვეყნებაზე თანხმობის გადმოსატვირთად, დააჭირეთ აქ.