გაცნობებთ, რომ 2014 წლის 10-19 ივლისს ქ. თბილისში გაიმართება საზაფხულო სკოლა “ქართული ხელნაწერი”, რომლის ორგანიზატორია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. საზაფხულო სკოლა განკუთვნილია საქართველოს ისტორიითა და კულტურით, განსაკუთრებით ქართული დამწერლობით, ხელნაწერი მემკვიდრეობითა და შუა საუკუნეების შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მეცნიერებისა და სტუდენტებითვის.
სასწავლო პროგრამა ინგლისურ ენაზე მოიცავს აკადემიური და კულტურული ხასიათის შეხვედრებს, სემინარებსა და ექსკურსიებს.
გათვალისწინებულია რამდენიმე სასწავლო სტიპენდია, რომელიც გულისხმობს კურსზე ჩარიცხვის, ცხოვრებისა და საქართველოს ფარგლებში ექსკურსიების ხარჯების დაფარვას.
საზაფხულო სკოლაში ჩარიცხვის განაცხადის წარდგენა ხდება 2014 წლის 14 ივნისამდე ელ.ფოსტის მისამართზე: summerschool@manuscript.ac.ge.entro.
მოდელის ჩამოსატვირთად, რომლის მიხედვით ხდება განაცხადების შევსება, დააჭირეთ აქ.
საზაფხულო სკოლაში ჩარიცხული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას 2014 წლის 19 ივნისამდე.
2014 წლის საზაფხულო სკოლისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
– ზოგადი ინფორმაცია
– პროგრამა