ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით “Women in Power – Inspiration for Change”.

ა.წ. 3 მარტს იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით “Women in Power – Inspiration for Change”, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და გორის უნივერსიტეტის მიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად.

ღონისძიება გახსნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბატონმა ტოივო კლაარმა და გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების, თვითმმართველობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და უნივერსიტეტის ლექტორები.


ელჩმა ფედერიკა ფავიმ, როგორც “ძალაუფლებაში მყოფმა ქალბატონმა” ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის ჩართულობასა და მისი როლის მნიშვნელობას.


Photo