საქართველო სავსებით სამართლიანად განეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებისკენაც მიმართულია იტალიის მთავრობის განვითარებისა და თანამშრომლობის სამმართველოს პოლიტიკა. ეროვნული ინიციატივების დაგეგმარებისთვის, იტალია შეთანხმებულად მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო დონორებთან, მათ შორის, ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელთა მეშვეობით ხდება იტალიის მიერ გაწეული დახმარების დიდი ნაწილის წარმართვა. სხვა წევრი ქვეყნების შემწეობებთან ერთად, ამ ორი ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარება საერთაშორისო დახმარებების ძირითად წყაროს შეადგენს.
2009 წლის 10 მარტიდან 2010 წლის აპრილამდე მოქმედებდა საელჩოსთან არსებული იტალიის თანამშრომლობისა და განვითარების სამმართველო, რომელმაც განახორციელა მთელი რიგი ინიციატივები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში დაზარალებულთა დახმარების პროგრამა AID 9194-ის ფარგლებში.
საქმიანობა (2008-2014):
- პალერმო, პროექტი ”არგო III” ქართველ დევნილ ბავშვებს იტალიაში უმასპინძლებს
- იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა ომის შედეგად დაზარალებული ქართველი ბავშვების იტალიაში გამგზავრება
- ქ. გორში განხორციელებული პროექტის “საზოგადოებრივი სამკითხველო ცენტრი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის” მხარდაჭერა
- კარიტასის მიერ თბილისსა და ქუთაისში სურსათით და მედიკამენტებით დახმარებასთან დაკავშირებული პროექტის მხარდაჭერა
- იტალიის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, წმიდა საყდრის დესპანმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა გახსნეს “პროფესიული სადურგლო სახელოსნო” თბილისში
- 2009 წლის განმავლობაში იტალიის საელჩოს მიერ თბილისში ხელმოწერილი შეთანხმებები თანამშრომლობაზე
- სურსათის მსოფლიო დღე 2009
- ”კარიტას-საქართველო” სოფელ შავშვებში საბავშვო ბაღს ხსნის
- ელჩის, მისი აღმატებულება ვიტორიო სანდალის ვიზიტები და იტალიის თანამშრომლობის სამმართველოს საქართველოში განხორციელებული საქმიანობა
- შინდისისა და ფხვენისის დასახლებებში ჰიდრავლიკური დანადგარების საზეიმოდ გადაცემა