29 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე გაიმართება თბილისის 27-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ ისაუბრა იტალიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ კავშირებზე და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე: „საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს კინემატოგრაფიულ ღონისძიებასთან ხანგრძლივი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. წელს კინოფესტივალი მაყურებელს „იტალიურ პალიტრას“ შესთავაზებს, რომელიც 4 უახლეს იტალიურ კინოსურათს მოიცავს“.
ფილმები, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ:
- 9 დონატელოს დავითით და 11 ვერცხლის ფირით დაჯილდოებული ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ნანი მორეტის ფილმი “მოხდება ამაღამ” (2026), რომლის სიუჟეტი ისრაელელი მწერლის, ეშკოლ ნევოს მოთხრობებს ეფუძნება და ურთიერთობებისა და გრძნობების სიღრმეზე მოგვითხრობს. ფილმი პირველად ნაჩვენები იქნა ვენეციის 83-ე კინოფესტივალის ფარგლებში.
- მარკო ბეკისის ფილმი “ბუენოს-აირესში დაბრუნება” (2026) გვიამბობს არგენტინის სამხედრო დიქტატურის დროს რეჟიმის მსხვერპლი იტალიელი ექიმის ამბავს, რომელიც სამხედრო დამნაშავეების სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად არგენტინაში ბრუნდება.
- პაოლო სტრიპოლის ფილმი “უცხო” (2026), რომელიც 2027 წელს იტალიის სახელით იქნება წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო “ოსკარზე”.
- ანდრეა პალაოროს ფილმი “The Echo Chamber” (2026), რომელიც ბერნარდო ბერტოლუჩის სიუჟეტის მიხედვით არის გადაღებული.
ფილმები ნაჩვენები იქნება კინოთეატრ “ამირანში”. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ ან კინოთეატრ “ამირანის” სალაროებში.
#DiplomaziaCulturale