ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მდინარე ალაზნის ხეობაში ადამიანთა ნასახლარების ძიებაში: გრძელდება ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია საქართველოში

სამუშაო ჯგუფმა პროფესორ ელენა როვას ხელმძღვანელობით განაახლა არქეოლოგიური საქმიანობა კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. 2018 წელს დაწყებული “ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი” (GILAP) ხორციელდება ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით (დირექტორი დავით ყვავაძე) და დაფინანსებულია იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. არქეოლოგიური ჯგუფი გააგრძელებს გეოარქეოლოგიურ კვლევას, რომლის მიზანია პალეოგარემოსა და მდინარე ალაზნის ხეობაში ადამიანთა გადაადგილებისა და განსახლების, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარების რეკონსტრუქცია (ნეოლითის ეპოქიდან გვიან ანტიკურობის ხანამდე). გარდა ამისა, ჩატარდება ანანაურში აღმოჩენილი, ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ერთ-ერთი ყორღანის გეომაგნიტური პროსპექცია და დასრულდება არქეოლოგიურ ლოკაციებზე („წითელი გორები 5″ და “ჭიაური”) წინა არქეოლოგიური მისიების განმავლობაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის აღნუსხვა.

თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს იტალიურ არქეოლოგიურ მისიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად.