ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

72 თვის რაოდენობის სასწავლო სტიპენდია 2026-2027 აკადემიური წლისთვის. განაცხადის წარდგენა 2026 წლის 26 მარტის 14:00სთ-მდე (იტალიის დროით)

tocco

გასული წლების მსგავსად, იტალიის მთავრობა წელსაც სთავაზობს დახმარებას იტალიაში სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ იტალიის მოქალაქეებს. 2026-2027 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 72 თვის რაოდენობის სტიპენდია.

სამაგისტრო პროგრამებისთვის, AFAM-ს კურსებისთვის (საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის), დოქტორანტურისთვისა და პროექტებისთვის თანახელმძღვანელობით, გაიცემა 9 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია (9 თვიანი სტიპენდიის გამოყენება  შესაძლებელია 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 31 ივლისამდე); ხოლო იტალიური ენისა და კულტურის კურსებისთვის გაიცემა 3 თვის ხანგრძლივობის სტიპენდია “Italofonia” (მისი გამოყენება შესაძლებელია 2027 წლის 1 იანრიდან 2027 წლის 30 სექტემბრამდე).

სასწავლო სტიპენდია გაიცემა შესარჩევი კრიტერიუმების დაკმაყოფილების საფუძველზე, კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შედარებითი შეფასების შედეგად.

მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მხოლოდ და მხოლოდ პორტალის Study in Italy მეშვეობით, 2026 წლის 26 მარტის 14:00 საათამდე (იტალიის დროით). პორტალზე დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ აქ.

დაგვიკავშირდით მხოლოდ და მხოლოდ ელ.ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: tbilisi.lettorato@esteri.it (იტალიურ ან ინგლისურ ენებზე).

იტალიურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.
ინგლისურ ენაზე საკონკურსო პირობების სანახავად დააჭირეთ აქ.