გინდათ, იტალიაში ისწავლოთ, მაგრამ იტალიური ენა არ იცით? ეს ძალიან ადვილია – იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა ინგლისურ ენაზეც შეიძლება. ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღების ან სპეციალიზაციის მსურველი უცხოელი სტუდენტებისთვის, რომლებიც იტალიურ ენას არ ფლობენ, იტალიის განათლების სამინისტროს ვებ-პორტალზე Universitaly ხელმისაწვდომია ინფორმაცია ინგლისურენოვანი კურსების შესახებ.